აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება განმეორებითი „არჩევნების“ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 22 მარტს განმეორებითი „არჩევნების“ ჩატარების შესახებ, გაასაჩივრებს.
ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება საკასაციო კოლეგიის უსამართლო განსაზღვრების საფუძველზე მიიღეს.
„განმეორებითი არჩევნების ჩატარება საერთო პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის გზას გვაშორებს. ვაცხადებთ, რომ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მას დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.