აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამ სსიპ-ს აუქმებს და მათ ბაზაზე ერთს ქმნის
კინოცენტრი „ქართული ფილმი – აფხაზეთი “, აფხაზეთის მოზარდ – ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი და აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი უქმდება.
რეორგანიზაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით გამოცხადდა.
სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბაზაზე ერთი სსიპ-ი “აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი” იქმნება.
დადგენილების თანახმად, ცენტრზე კონტროლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაეკისრა, რომელმაც 2017 წლის 1 დეკემბრამდე ცენტრის დებულება უნდა წარადგინოს, ხოლო 31 დეკემბრამდე კონკურსი ჩაატაროს და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის კანდიდატურა შეარჩიოს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს 17 ნოემბერს გამოქვეყნდა და მისი ძირითადი ნაწილი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
რეორგანიზაციის პროცესი კი “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალაში შესვლის დღიდან დასრულდება.