მარნეულში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საკვები პროდუქტები გაუგზავნა

15:06, 14.04.2020

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საკვები პროდუქტები გაუგზავნა. მთავრობის წარმომადგენლებმა პროდუქტები მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტთან გადასცა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი, ტვირთი ჩაკეტილ მარნეულში შეიტანა.

70 წელს გადაცილებულ დევნილებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ. როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ისინი ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს პერმანენტულად დაეხმარებიან.

მსგავსი