ადვოკატი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძე გამოძიებასთან ითანამშრომლებს
პაატა ბურჭულაძე მზად არის, გადადოს ყველა კონცერტი, ჩამოვიდეს საქართველოში და გამოძიებასთან ითანამშრომლოს,- ამის შესახებ პირველ არხს ბურჭულაძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.
სოსო ბარათაშვილის თქმით, ესაუბრა ფონდ ,,იავნანას’’ დამფუძნებელს და მისი ინფორმაციით, ბურჭულაძე 13 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში გამოცხადდება.
უფლებადამცველის მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი „იავნანას“ ოფისში უკვე ჩატარებულია, თუმცა გამოძიებას ჯერ არ აქვს ბუღალტრული ექსპერტიზის დასკვნა.
სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ფონდის დირექტორმა, გურამ ახალაიამ. მისი ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებმა ფონდიდან ფინანსური და სხვა სახლის დოკუმენტაციაც ამოიღეს.
პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს.