მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია NewsOne-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ადვოკატმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.
„არსებობს ორი რისკი: უკრიანიდან უკანონო გაძევება, შესაძლო დაკავება და დაპატიმრებაც კი. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ეს ქმედება უკანონო იქნება, რადგან კანონმდებლობის თანახმად, დეპორტაცია და ექსტრადირება აკრძალულია იმის გამო, რომ ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ქმედებები სააკაშვილისთვის იმ პირის სტატუსის მინიჭებას ეხება, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს“, – განაცხადა ადვოკატმა.
კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახლთან ამ დრომდე რჩება სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
მიხეილ სააკაშვილის პრეს სპიკერი მარიანა პოჩტარი აცხადებს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი ტელეფონს ამ დრომდე არ პასუხობს.