ადვოკატი - ბურჭულაძეს სურს, ჩვენება მოსამართლის თანდასწრებით მისცეს
ადვოკატი - ბურჭულაძეს სურს, ჩვენება მოსამართლის თანდასწრებით მისცეს

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელს სურს ჩვენება მოსამართლის თანდასწრებით მისცეს,- ამის შესახებ პირველ არხს პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა განუცხადა.

სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, ბურჭულაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება, თუმცა სურს კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლოს და პროკურატურის გამომძიებლის შეკითხვებს მოსამართლის თანდასწრებით გასცეს პასუხი.

ადვოკატის ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი მზადაა, გადადოს დაგეგმილი კონცერტები და ჩამოვიდეს საქართველოში, თუმცა ეს სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში გახდება შესაძლებელი.

ბურჭულაძის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ამის შესახებ საქმის გამომძიებელი უკვე ინფორმირებულია. პირველი არხი მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა პაატა ბურჭულაძის მოთხოვნასთავნ დაკავშირებით საგამოძიებო უწყების პოზიცია ჯერ უცნობია.
პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე 13 დეკემბერს დაიბარეს. საუბარია საქველმოქმედო ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.

საქმის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას „ახალგაზრდა ფინანსისტტა და ბიზნესმენტა ასოციოაციამ“14 სექტემბერს მიმართა.