ადვოკატი - ბინიდან, სადაც ძმები კაკულიები ცხოვრობდნენ, ორი იარაღია ამოღებული, თუმცა არაყიშვილის ქუჩაზე გასროლილ მასრებთან მათი კავშირი ჯერ დადგენილი არ არის
ადვოკატი - ბინიდან, სადაც ძმები კაკულიები ცხოვრობდნენ, ორი იარაღია ამოღებული, თუმცა არაყიშვილის ქუჩაზე გასროლილ მასრებთან მათი კავშირი ჯერ დადგენილი არ არის

არაყიშვილის ქუჩაზე ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებას ძმები დავით და გურამ კაკულიები არ აღიარებენ. ამის შესახებ ბრალის წარდგენის შემდეგ დაკვებულების ადვოკატმა გიორგი ანთიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში საქმის მასალების ნაწილს გადახედა. მისივე განცხადებით, საქმეში დევს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არაყიშვილის ქუჩაზე თავდამსხმელები ორთაჭალაში კონკრეტულ მისამართზე მყოფი ძმები კაკულიები არიან.

ანთიძის თქმით, საქმეში ასევე დევს ტაქსის მძღოლის ამოცნობის ოქმი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე ძმებ კაკულიებს მოემსახურა.

„ბინიდან, სადაც კაკულიები ცხოვრობდნენ, ორი იარაღია ამოღებული, თუმცა არაყიშვილზე გასროლილ მასრებთან მათი კავშირი ჯერ დადგენილი არ არის. ექსპერტიზებია დანიშნული. გამოძიება სასამართლოს დღესვე მიმართავს. აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოვითხოვთ“, – განაცხადა ადვოკატმა.