ადმირალი რობ ბაუერი - არაპროგნოზირებადობის ეპოქაში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ნატო-ს საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაციაა საჭირო
ადმირალი რობ ბაუერი - არაპროგნოზირებადობის ეპოქაში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ნატო-ს საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაციაა საჭირო

საჭიროა ნატო-ს საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაცია არაპროგნოზირებადობის ეპოქაში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ბრიუსელში, ნატო-ს მეთაურების შეხვედრაზე განაცხადა.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ალიანსის კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად და, ამავდროულად, უკრაინის ეგზისტენციალურ ბრძოლაში მხარდასაჭერად საჭიროა მთელი საზოგადოების ჩართულობა.

„ჩვენ გვჭირდება, საჯარო და კერძო მოთამაშეებმა შეცვალონ თავიანთი აზროვნება იმ ეპოქიდან, როდესაც ყველაფერი იყო დაგეგმილი, ყველაფერი განჭვრეტადი, კონტროლირებადი და ორიენტირებული ეფექტურობაზე, ეპოქაზე, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს; ეპოქაზე, რომელშიც უნდა ველოდოთ მოულოდნელს; ეპოქაზე, რომელშიც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ეფექტურობაზე, რათა ვიყოთ სრულად ეფექტური. ასევე, მომავალში. ჩვენ გვჭირდება ნატო-ს საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაცია“, – აღნიშნა რობ ბაუერმა.