ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტაილანდში აფეთქებების სერია მოხდა, არიან დაშავებულები
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტაილანდში აფეთქებების სერია მოხდა, არიან დაშავებულები

ტაილანდის სამხრეთში აფეთქებების სერია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბანგკოკ თაიმსი“ ავრცელებს.

დაშავდა სულ მცირე შვიდი ადამიანი. ინციდენტი იალას პროვინციაში მოხდა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ელექტროგადამცემ ხაზებზე იყო მიმაგრებული. კიდევ ერთი ნაღმი ბანკომატში აღმოაჩინეს.

გავრცელებული ცნობით, აფეთქებების შედეგად სამი ბავშვიც დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.