ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები ყოველთვე 100 ევროთი დაჯარიმდებიან
დღეიდან საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიდრე არ აიცრებიან, 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებს ყოველთვე ჯარიმის სახით 100 ევროს გადახდა მოუწევთ.
მთავრობის მონაცემებით, საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული პირების 90 პროცენტი სრულად არის აცრილი ან აცრის გასაკეთებლად ჯავშანი აქვს აღებული. დარჩენილია დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, რომლებიც დაჯარიმდებიან.
ამასთან, მედიის თქმით, სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც აცრა არ აქვთ გაკეთებული, დროებით დათხოვილი არიან სამსახურებიდან და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ.