მედიის ინფორმაციით, ფრანგი დიპლომატები საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით გაიფიცნენ
მედიის ინფორმაციით, ფრანგი დიპლომატები საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით გაიფიცნენ

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ფრანგი დიპლომატები საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით გაიფიცნენ, რაც ქვეყნის ისტორიაში მეორედ ხდება. მედიის ცნობით, გაფიცულია საგარეო საქმეთა სამინისტროს 500-მდე თანამშრომელი, ძირითადად ახალგაზრდა დიპლომატები.

საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამინისტროს არსებობა ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ქვეყანა პროფესიული დიპლომატიის გაქრობის რისკის წინაშეა.

როგორც მედია იუწყება, ფრანგ დიპლომატებს სურთ, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააუქმოს კარიერული დიპლომატების შერწყმის გეგმა საჯარო მოსამსახურეთა ახალ ერთიან კორპუსთან.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ აპრილში გამოცემული განკარგულება 800-მდე დიპლომატს შეეხება. საფრანგეთის პრეზიდენტის სამთავრობო რეფორმა მიზნად ისახავს საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის მოდერნიზებასა და დივერსიფიკაციას, რომელიც შეიქმნა მე-16 საუკუნეში. მედია იტყობინება, რომ გეგმა წაახალისებს სხვა სამინისტროებში გადასვლას და აიძულებს პერსონალს, კონკურენცია გაუწიონ გარე კადრებს დიპლომატიური პოსტებისთვის. საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ ვილპენმა განაცხადა, რომ საფრანგეთისთვის დიპლომატების ცალკეული სტატუსის დაკარგვა საჯარო სამსახურში ნიშნავს „დამოუკიდებლობის, კომპეტენციისა და მეხსიერების დაკარგვას.