ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დომოდედოვოდან ორსკში მიმავალი თვითმფრინავი პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დომოდედოვოდან ორსკში მიმავალი თვითმფრინავი პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა.
გავრცელებული ცნობით, საგანგებო სამსახურები წარმომადგენლები სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის ადგილზე უკვე მივიდნენ. ჟურნალისტების ინფორმაციით, მაშველებს ცუდი მეტეოროლოგიური პირობები დახვდათ.
ჩამოვარდნის ადგილზე ახლა გადაუღებლად თოვს და ტემპერატურა -5 გრადუსია. „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილ თვითმფრინავი რადარებიდან ცოტა ხნის წინ გაქრა.
ბორტზე ბოლო ცნობით, 71 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ექვსი ეკიპაჟის წევრია.