ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება სურს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს.
ალექსანდრ ლუკაშენკო უარს აცხადებს კონსტიტუციის 1994 წლის ვერსიის გადახედვაზე. ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი ვერსია მზად ორ წელიწადში იქნება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალი მოდელის რამდენიმე ვერსია წარუდგინეს, თუმცა ქვეყნის პირველ პირს არც ერთი მათგანი მოსწონს, რადგან თვლის, რომ ახალი შესწორებები კონსტიტუციას დიდად არ ცვლის.
„ეს შესწორებები არ არის კარგი. ხალხს უბრალოდ ეშინია კონსტიტუციაში უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა. ვფიქრობ, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. კონსტიტუციის მიღებამდე ბევრი რამის გაკეთებას ვგეგმავთ, კერძოდ, რეგიონალურ მმართველების და გუბერნატორების უფლებამოსილება გაზრდას“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
19 ივნისს ბელორუსის პრეზიდენტობის მსურველმა, ვიქტორ ბაბარიკომ, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად ითვლება, კონსტიტუციის შეცვლის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საარჩევნო კამპანია დაიწყო. ბაბარიკო პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას და კონსტიტუციის 1994 წლის მოდელზე დაბრუნებას ითხოვს.
ბაბარიკოს წინააღმდე ბელორუსში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსაა დაგეგმილი.