ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში აეროპორტები პირველ ივლისამდე არ გაიხსნება
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში აეროპორტები პირველ ივლისამდე არ გაიხსნება

აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აეროპორტები პირველ ივლისამდე არ გაიხსნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საზღვრები 15 ივნისამდე იქნებოდა ჩაკეტილი.

აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 6 522 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია 78 პირი. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 2 707 ადამიანი რჩება, მათგან 64-ის მდგომარეობა მძიმეა.