ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიაში არასრულწლოვნების მიმართ მუქარისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ქართველი მამაკაცი დააკავეს
იტალიაში არასრულწლოვნების მიმართ მუქარისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ქართველი მამაკაცი დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქ უდინეში მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, მათ 17 წლის მოზარდმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ ორი უცნობი მამაკაცი პარკში მყოფ არასრულწლოვნებს სანთებელას და ფულს სთხოვდა. მისივე თქმით, მამაკაცები არასრულწლოვნებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება სცადა. მან კარაბინიერებს წინააღმდეგობა გაუწია. მამაკაცმა ერთ-ერთ პოლიციელს სახეში ხელი დაარტყა.
დაკავებული 44 წლის მამაკაცია, რომელიც წარმოშობით ქართველია. პოლიციის ცნობით, მას ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები თან არ აღმოაჩნდა. მეორე ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.