ადგილობრივი მედიის ცნობით, ერევანში ოპოზიციის მომხრეების აქცია უახლოეს ხანში განახლდება
ოპოზიციური ფრაქცია „ ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს და ის აქციაზე დაბრუნდა. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციაზე შესვენება იყო გამოცხადებული. ბაგრამიანის მოედანზე მიტინგი 19:00 საათზე განახლდება. როგორც ცნობილია, ფაშინიანი მომხრეებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.
„ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენი მიზანი ეროვნული კრების ბლოკირებაა იმისთვის, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის არჩევა არ დავუშვათ”, – განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, 13 აპრილს ოპოზიური ფრაქცია „ელქის” ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით საპროტესტო აქციები დაიწყო. ფაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ -მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ. პარლამენტში სხდომა ხვალისთვისაა დაგეგმილი, სადაც სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.