ადგილობრივი მედიის ცნობით, ერევანში ოპოზიციის მომხრეების აქცია უახლოეს ხანში განახლდება

18:48, 16.04.2018
During the fourth day of the protest actions against Armenian former President Serzh Sargsyan’s nomination as the Prime Minister of Armenia members of ‘#merjirserjin’ (Reject Serzh) initiative under the leadership of the Armenian MP Nikol Pashinyan closed a number of main streets and avenues of Yerevan, Armenia, 16, April 2018

ოპოზიციური ფრაქცია „ ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს და ის აქციაზე დაბრუნდა. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციაზე შესვენება იყო გამოცხადებული. ბაგრამიანის მოედანზე მიტინგი 19:00 საათზე განახლდება. როგორც ცნობილია, ფაშინიანი მომხრეებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.

„ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენი მიზანი ეროვნული კრების ბლოკირებაა იმისთვის, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის არჩევა არ დავუშვათ”, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, 13 აპრილს ოპოზიური ფრაქცია „ელქის” ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით საპროტესტო აქციები დაიწყო. ფაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ -მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ. პარლამენტში სხდომა ხვალისთვისაა დაგეგმილი, სადაც სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.

მსგავსი