ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი [ვიდეო]
ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც მეწყერმა თედორაძეების საცხოვრებელი სახლი წაიღო, სავარაუდოდ ხუთი ადამიანია მეწყერში მოყოლილი. მეზობლები ამბობენ, რომ სახლში იმყოფებოდა ოჯახის სამი წევრი.
მათივე თქმით, ასევე, გზაზე მდგომ მანქანაში, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა , სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა იჯდა.
„მიწა რომ ჩამოწვა, იყო დიდი ხმაური, სახლი იყო ბეტონის და მთლიანად ჩაიყოლა. სამი ადამიანია მოყოლილი მეწყერში, ვინც სახლში იყო. 200 მეტრი სიმაღლიდან ჩამოწვა მასა, უცებ ჩაიტანა. ასევე გზაზე იყო „პრიუსი“ და ისიც ჩაიყოლა. ორი ბიჭი იჯდა, სტუმრად იყვნენ“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები.