ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის სავაჭრო ობიექტებში სურსათის მომარაგებითა და ფასებით დაინტერესდნენ [ფოტო]
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის სავაჭრო ობიექტებში სურსათის მომარაგებითა და ფასებით დაინტერესდნენ [ფოტო]

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა და დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა მარნეულში სასურსათო მაღაზიები, საბითუმო ვაჭრობის მარკეტები და ფქვილის კომბინატი დაათვალიერეს.

ისინი ადგილზე გაეცნენ როგორც მარაგებს, ასევე ფასებს. ობიექტების ხელმძღვანელებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ მარაგთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება ფასებს, არც ერთ პროდუქტზე და ფქვილზე ფასი გაზრდილი არ არის. შაქარს და ფქვილს კი ერთ-ერთ მარკეტში ფასი დაკლებულიც კი აქვს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მარნეულში სურსათის შეტანის პრობლემა არ არსებობს და ასევე ფქვილის გატანაზე დანარჩენ საქართველოში. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც მარნეული მკაცრ საკარანტინე ზონად გამოცხადდა, მარაგის პრობლემა არ შექმნილა.