ადგილობრივები პირველადი ნივთების გამოსატანად, მაშველების თანხლებით იმ კორპუსში შედიან, სადაც აფეთქება მოხდა
გურამიშვილის გამზირზე, იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველების თანხლებით პირველადი ნივთების გამოსატანად შენობაში შეჰყავთ.
მათი შეყვანა კორპუსში სიების მიხედვით ხდება.
როგორც გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში აცხადებენ, კორპუსიდან ევაკუირებულ ხალხს ქირით გადაიყვანენ.
პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.