ადგილობრივები პირველადი ნივთების გამოსატანად, მაშველების თანხლებით იმ კორპუსში შედიან, სადაც აფეთქება მოხდა

12:24, 19.10.2019

გურამიშვილის გამზირზე, იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველების თანხლებით პირველადი ნივთების გამოსატანად შენობაში შეჰყავთ.

მათი შეყვანა კორპუსში სიების მიხედვით ხდება.

როგორც გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში აცხადებენ, კორპუსიდან ევაკუირებულ ხალხს ქირით გადაიყვანენ.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

მსგავსი