ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და თბილისის მერის ინიციატივით საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე აღინიშნება
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და თბილისის მერის ინიციატივით დედაქალაქში საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე აღინიშნება.
საზეიმო ცერემონია ევროპული კვირეულის ფარგლებში ეწყობა და მას ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ევროპულ ქარტიას ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობები ვალდებულებას იღებენ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში გაატარონ ღონისძიებები და ითანამშრომლონ თანასწორობის გასაუმოჯებესებლად.
საქართველოში მყოფი დელეგაციის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებთან, სადაც მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხებზეც იმსჯელეს.