ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრი - სირიის ომის დაწყების შემდეგ 511 000 ადამიანი დაიღუპა
სირიის ომის დაწყების შემდეგ 511 000 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრი ავრცელებს, რომელიც ბრიტანეთშია ბაზირებული.
გავრცელებული ცნობით, იდენტიფიცირებულია 350 000 ადამიანი, დანარჩენ შემთხვევაში, მკვლელობის ფაქტი დადასტურდა, თუმცა გარდაცვლილთა სახელები ცნობილი არ არის.
სადამკვირვებლო ცენტრში ამბობენ, რომ დაღუპულთა 85% მშვიდობიანი მოსახლეობაა, რომელიც სირიის სამთავრობო არმიისა და მისი მოკავშირეების ოპერაციას ემსხვერპლა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო. მოგვიანებით კი, ომში რეგიონული და გლობალური ძალები ჩაერთვნენ. ომის დაწყებიდან შვიდი წლის თავზე, სირიის რამდენიმე რეგიონში ბრძოლები გრძელდება, მათ შორის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად, აღმოსავლეთ ღუტაში და თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, აფრინის რეგიონში.