ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონპროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის სახით არის წარმოდგენილი.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, კანონპროექტი მიზნად ისახავს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და დამუშავების სტანდარტების გაუმჯობესებას, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ამ მიმართულებით, კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და 2016/680 დირექტივის დებულებათა იმპლემენტირებას და ამ გზით მონაცემთა დაცვისა და დამუშავების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.