ადამიანების მიერ ცეცხლწაკიდებული პატარა სპილოს ფოტო საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა
ცეცხლმოკიდებული პატარა სპილო დედასთან ერთად გაურბის ბრბოს, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე, ისინი ცეცხლის ალში გაახვია. აღნიშნული სცენა ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა ბიპლაბ გაზრამ ფირზე აღბეჭდა.
„ჯოჯოხეთი აქ არის“ — ასე უწოდეს ფოტოს, რომელმაც პან-აზიური ფოტოკონკურსი „ნაკრძალთა ველური ბუნების ჯილდო 2017“ მოიგო.
ფოტოზე ასახულია სპილო და მისი ცეცხლმოკიდებული ნაშიერი, რომლებიც შეჯგუფებული ადამიანების სიახლოვეს, გზაზე გადარბიან. სოფლიდან განდევნის მიზნით, ბრბომ ცხოველებს ცეცხლმოკიდებული კუპრის ბურთულები დაუშინა.
ფოტო ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატშია გადაღებული, სადაც სპილოები ხშირად ხოცავენ შემხვედრ ადამიანებს.
როგორც ფოტოს თანმხლებ განმარტებაში ჟურნალი Sanctuary magazine-ი წერს, ეს იყო ადამიანებისა და სპილოების კონფლიქტის შემთხვევა.
როგორც ფოტოგრაფი იხსენებს, ცეცხლმოკიდებული სპლიყვი გაქცევისას სულისშემძვრელად ღრიალებდა.
„ეს ჭკვიანი, მშვიდი, სოციალური ცხოველები ინდოეთის სუბკონტინენტზე უკვე საუკუნეებია დააბიჯებენ, მაგრამ მათთვის ჯოჯოხეთი უკვე აქაა, სწორედ ახლა“.
წყარო: The Independent