ADAMI Media Prize კიევში კინოდოკუმენტალისტების ოთხდღიან ვორქშოფს გამართავს
ADAMI Media Prize კიევში კინოდოკუმენტალისტების ოთხდღიან ვორქშოფს გამართავს

ADAMI Media Prize 27-30 ივლისს​ კინოდოკუმენტალისტების ოთხდღიან ვორქშოფს კიევში გამართავს.

​„ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონურ დოკუმენტალისტთა პლატფორმა Pitch the Doc-თან და უკრაინულ Film.UA- Group-თან ერთად, გიწვევთ კინოდოკუმენტალისტების ოთხდღიან ვორქშოფზე. სამუშაო თემებია – როგორ წარვადგინოთ დოკუმენტური ფილმის პროექტი, როგორ მოვახდინოთ ფილმის წარდგენის სტრუქტურირება, ფიჩინგის წარდგენა და პროექტის პრეზენტაცია, როგორ ვაწარმოოთ წარმატებული ფიჩინგი საერთაშორისო ასპარეზზე. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ტრენინგები გაიარონ საერთაშორისო ექსპერტებთან, პროდიუსერებთან და ევროპული კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.

ვორქშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოკუმენტალისტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან, რომელთა პროექტებშიც წამოწეულია კულტურული, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნების თემები.

ფილმის წარდგენა შესაძლებელია პროექტის ნებისმიერ საფეხურზე (მთავარია შესაძლებელი იყოს ვიდეომასალის წარდგენა). ვორქშოფში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ 12 პროექტი – ორი მონაწილე თითოეული მოგებული პროექტიდან (რეჟისორი/პროდიუსერი). ვორქშოფისთვის არჩეული პროექტები ასევე განთავსდება Pitch the Doc-ის ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად.

ვორქშოფი გაიმართება 27-30 ივლისს Film.UA Group-ის სტუდიაში, კიევში. აპლიკაციების მიღება გახსნილია 17 მაისიდან 7 ივნისამდე. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება 28 ივნისს. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ლინკზე – adamimediaprize.eu.