საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე კიოლნის კინოფესტივალის ფარგლებში, ევროპული სერიალების კონფერენციაში მონაწილეობენ
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე კიოლნის კინოფესტივალის ფარგლებში, ევროპული სერიალების კონფერენციაში მონაწილეობენ

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე კიოლნის კინოფესტივალის ფარგლებში, ევროპული სერიალების კონფერენციაში მონაწილეობენ.

ღონისძიება „ადამი მედია პრიზის“ (ADAMI Media Prize) ორგანიზებით, 21-23 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ კიოლნში იმართება.

მონაწილეთა შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლების დირექტორები, აღმასრულებელი პროდიუსერები, რეჟისორები და მსხვილი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართულ მედიაბაზარზე მხატვრული და დოკუმენტური ფილმებისა და სერიალების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და სფეროს ინვესტორია, რაც ქართული კინოწარმოების ინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. კონფერენცია ADAMI Dialogue კულტურული მრავალფეროვნების გარშემო მიმდინარეობს. კულტურათა შორის დიალოგი, ინტეგრაცია და მრავალფეროვნების წარმოჩენა კი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. პირველი არხის მიერ ან თანადაფინანსებით შექმნილ ფილმებს არაერთი წარმატება და გამარჯვება ხვდა წილად საერთაშორისო ფესტივალებზე. ამჟამად პირველი არხის თანაპროდიუსერობით შექმნილი, ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომელსაც ტრაიბეკას ფესტივალზე უკვე მიღებული აქვს სამი ჯილდო, „ოსკარზე“ წარსადგენად არის შერჩეული“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

კონფერენციის დამსწრეები მონაწილეობას მიიღებენ კიოლნის კინოფესტივალის ევროპული სერიალის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებებში, სადაც ADAMI Media Prize საერთაშორისო ქსელის შექმნისა და აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპელ პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით ღონისძიებას გამართავს.

დატოვე კომენტარი