ადამ სილვერი - „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, დიდი ალბათობით 31 ივლისიდან დაბრუნდება“
კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო სპორტი უკვე რამდენიმე თვეა პარალიზებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცდილობენ, რომ სპორტი გულშემატკივარს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. რამდენიმე დღის წინ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა, ადამ სილვერმა სეზონის დაბრუნებასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ სილვერს დაბრუნება 31 ივლისს აქვს ჩაფიქრებული. ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით კი ორგანიზაციაში დაბრუნების თარიღს, დაახლოებით 1 კვირაში დაასახელებენ. როგორც ცნობილია, ლიგის ხელმძღვანელობამ ყველა გუნდის გენერალურ მენეჯერთან მოლაპარაკება გამართა. ხელმძღვანელობა სეზონის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ რეგულარული სეზონი 12 მარტს პანდემიის გამო შეწყვიტა.
წინასწარი ინფორმაციით ლიგა სეზონს კომპანია „ვოლტ დისნეის“ ტერიტორიაზე დაასრულებს.