ევროლიგის კლუბებმა, შესაძლოა, NBA-ის ახალ ტურნირში მიიღონ მონაწილეობა #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კომისარმა ადამ სილვერმა ივარაუდა, რომ ევროლიგისა და სხვა არაამერიკული კლუბები არც ისე შორეულ მომავალში, შესაძლოა, მსოფლიოს უძლიერესი ლიგის ოფიციალური სეზონის ნაწილი გახდნენ.
პოტენციურად ეს შეიძლება მოხდეს სეზონის მსვლელობისას ახალი ტურნირის რანგში, რომლის ჩანერგვაზე NBA-ის რეგულარულ სეზონში აქტიურად ფიქრობს სილვერი.
„ჩვენ ვფიქრობთ სეზონისშიდა ტურნირზე, რომლის დახმარებითაც გვინდა რეგულარული ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. შესაძლოა, რაღაც მომენტში ასეთ ტურნირს შეუერთდნენ კლუბები, რომლებიც არ შედიან NBA-ში. სხვადასხვა იდეა გვაქვს, განვიხილავთ ვარიანტებს“, – განაცხადა სილვერმა.
NBA განიხილავს ახალი ტურნირის ჩატარების შესაძლებლობას 2023-23 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში.