NBA-მ ლიგის ევროპული დივიზიონის შექმნაზე მუშაობა დაიწყო #1TVSPORT
NBA-მ ლიგის ევროპული დივიზიონის შექმნაზე მუშაობა დაიწყო #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) აქტიურ მუშაობას იწყებენ NBA-ის ევროპული დივიზიონის შესაქმნელად. როგორც ესპანური გაზეთი Marca წერს, ლიგის კომისიონერმა ადამ სილვერმა უკვე გაუგზავნა წერილი ევროლიგის პრეზიდენტს ჟორდი ბარტომეუს. მასში სილვერი გამოთქვამს სურვილს – შეიქმნას ახალი ჩემპიონატი საუკეთესო ევროპული გუნდების მონაწილეობით.

ვარაუდობენ, რომ ევროპული ლიგა იარსებებს ამერიკული ლიგისგან განცალკევებით, მაგრამ NBA იქნება ამ ტურნირის ორგანიზატორი და მას საკუთარ ბრენდს მიანიჭებს. ირკვევა, რომ ამ პროექტზე მუშაობა უკვე მომდევნო სეზონში დაიწყება.

Marca იტყობინება, რომ ევროლიგის კლუბების მხრიდან ბარტომეუს მიმართ უკმაყოფილება გახდა ჩრდილოამერიკული ასოციაციის გააქტიურების საბაბი. ოთხშაბათს, ევროლიგის ლიცენზირებულმა კლუბებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ბარტომეუს გადაყენებას.

NBA-ის ევროპული განყოფილების შექმნის პოტენციურ შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ ასოციაციის წინა კომისიონერი დევიდ სტერნი ლაპარაკობდა.

დატოვე კომენტარი