ადამ კინზინგერი - მქონდა კარგი შეხვედრა საქართველოს დელეგაციასთან, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა
ადამ კინზინგერი - მქონდა კარგი შეხვედრა საქართველოს დელეგაციასთან, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა

საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

„ახლახან მქონდა კარგი და გამომაფხიზლებელი შეხვედრა ჩვენი კარგი მოკავშირის – საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა. საქართველოს 1/3 რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, – წერს კინზინგერი „ტვიტერზე“.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ირაკლი ბერაია, ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.