ადამ კინზინგერი – მქონდა კარგი შეხვედრა საქართველოს დელეგაციასთან, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა

09:51, 08.12.2021

საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

„ახლახან მქონდა კარგი და გამომაფხიზლებელი შეხვედრა ჩვენი კარგი მოკავშირის – საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა. საქართველოს 1/3 რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, – წერს კინზინგერი „ტვიტერზე“.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ირაკლი ბერაია, ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.

მსგავსი