აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს უსმენენ მცირედი ხმაური იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი თითქმის 25 წუთის განმავლობაში სვამდა შეკითხვებს, რის გამოც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან შენიშვნა მიიღო. სწორედ შენიშვნამ გამოიწვია დეპუტატის გაღიზიანება.

„2 წუთი იყო რეგლამენტით გათვალისწინებული, 22 წუთია ლაპარაკობთ, კიდევ რამდენი წუთი გჭირდებათ, იქნებ თქვათ“, – მიმართა დეპუტატს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

„მე ვსვამ შეკითხვებს, ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს, ნეტა მოვესწრებოდე იმ დროს, თქვენ სვამდეთ ამ შეკითხვებს“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ერთსაათიანი ანგარიშის შემდეგ უმაღლეს საბჭოში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხები ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და სხვა პრობლემების შესახებ. უმრავლესობის წარმომადგენლების შეფასებით კი, რიჟვაძის ანგარიში იყო სრულყოფილი, ოპოზიცია კი ცდილობს შექმნას შოუს იმიტაცია და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელისგან ითხოვენ პასუხებს არა მისი კომპეტენციის, არამედ იმ საკითხებში, რაც ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა.