აჭარის უმაღლესი საბჭო თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს მოისმენს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს უმაღლეს საბჭოში ახალი კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს.
„დღეს მოვისმენთ ანგარიშს, ეს ანგარიში უკვე გამოქვეყნდა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და მისი გაცნობის საშუალება ჰქონდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს წერილობით ანგარიშს, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რეგლამენტით ეს დავარეგულირეთ“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით განაიძემ.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დეპუტატებს განუმარტა, რომ რეგლამენტით მათ შეკითხვისთვის ორი წუთი აქვთ.