აჭარის უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აჭარის კვოტით ბესიკ ლილუაშვილს წარადგენს
აჭარის უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აჭარის კვოტით ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატს წარადგენს.
ცამეტმა დეპუტატმა სწორედ ლილუაშვილს დაუჭირა მხარი. ორი ბიულეტენი გაბათილდა . კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათი განცხადებით, მმართველ გუნდს წინასწარ ჰყავდა შერჩეული კანდიდატი.
დეპუტატებმა არჩევანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილ თერთმეტ კანდიდატს შორის გააკეთეს. რაც შეეხება მე-12 კანდიდატს, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველმა საკუთარი კანდიდატი, ზვიად დევდარიანი უკვე წარადგინა, დეპუტატებს მისთვის კენჭი არ უყრიათ.