აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დღეს ზაზა შავაძე წარადგინა.
ზაზა შავაძე დღემდე აჭარის საგზაო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი სურმანიძეს, იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა უცნობია, რა პოზიციაზე.
ცვლილებების მიზეზებზე დღეს მთავრობაში კომენტარი არ გაკეთებულა.