აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ აჭარაში 18 წელს ზემოთ მოსახლეობის დაახლოებით 20% ვაქცინის პირველი დოზით არის აცრილი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ აჭარაში 18 წელს ზემოთ მოსახლეობის დაახლოებით 20% ვაქცინის პირველი დოზით არის აცრილი

საშუალოდ ბოლო კვირაში არის 600 და 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა უკვე დღიურად. ეპიდვითარება გვაქვს სერიოზულად დაძაბული. რაც შეეხება ტესტირებას, ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე. გუშინ ჩატარდა 6000-ზე მეტი ტესტი და დადებითობის მაჩვენებელი არის 11, 4. სამწუხაროდ, არის გარდაცვალების შვიდი შემთხვევა, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეისათვის, აჭარაში აქტიური შემთხვევები არის 5000-ზე მეტი.

„აქედან 15% მკურნალობს კლინიკებში, დაახლოებით 25%-მდე არის კოვიდსასტუმროში, დანარჩენის მართვა ხდება ბინაზე. რაც შეეხება ვაქცინაციას, იმედისმომცემია რიცხვები ყოველდღიური აცრის დოზების მატების. გუშინ იყო 3 ათასამდე აცრა ჩატარებული. აქედან 30%-მდე არის მეორე დოზის ადმინისტრირება. 18 წელს ზემოთ მოსახლეობის პირველი დოზით აცრილი არის დაახლოებით 20%-მდე, რაც არის ამ ეტაპისთვის გაუმჯობესებული რიცხვი, ხოლო, მეორე დოზით უკვე სრულად აცრილი 18 წლის ზემოთ მოსახლეობის დაახლოებით 8%. აცრების ტემპი მზარდია და იმედი გვაქვს, რომ შენარჩუნდება ეს რიცხვი და მეტიც იქნება. რაც შეეხება საწოლფონდს, გუშინ საღამოს მდგომარეობით 62 თავისუფალი ადგილი იყო კლინიკებში. დღის განმავლობაში ეს რიცხვი გაწერებთან ერთად არის ცვალებადი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის შემცირებული, მაგრამ. პარალელურად, მიმდინარეობს საწოლფონდის გაზრდა. კოვიდსასტუმროები თითქმის ყოველდღიურად, კვირაში 2-3 ახალი სასტუმრო ემატება, ანუ გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად კოვიდსასტუმროების რიცხვიც არის მზარდი“, – განაცხადა ეფაძემ.