აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ აჭარაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის
აჭარაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის , – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დურექტორმა, რუსუდან შავიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან ძირითადი ნაწილი დადასტურებულის კონტაქტებია.
„დღეს, აჭარაში გამოვლენილია 88 ახალი შემთხვევა. ეს არის შიდაგავრცელება. ძირითადად, ამ დადასტურებული შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი გახლავთ უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. პანიკის საფუძველი არ არის. კლინიკურ მართვაში ჩაერთო დამატებით ორი კლინიკამ – ინფექციური და „მედალფა“, – განაცხადა შავიაშვილმა.
13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.