აჭარაში მოქმედი საკარანტინო ზონები კიდევ 200-მდე მოქალაქემ დატოვა. შედეგად, იზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 727-მდე შემცირდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებიდან სულ 7 242 მოქალაქე გავიდა. გასვლის წინ ყველა მათგანს კორონავირუსზე ტესტი უტარდება.
ამასთან, 11-მდე შემცირდა საკარანტინო სივრცეების რაოდენობა. აჭარაში ამ მიზნით სულ 27 სასტუმრო იყო გამოყენებული.
საკარანტინო სივრცეების ფუნქციონირებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან შვიდი მილიონი ლარი გამოიყო.