აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კონსტანტინე ანანიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ.
ანანიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის გუშინ ბათუმში ოპოზიციის აქციაზეც იმყოფებოდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე კონსტანტინე ანანიაშვილის მოადგილეს.