აჭარის მთავრობის შენობის წინ, სპეციალურ კარავში აქციის მონაწილეებმა კაფე გახსნეს. ამით ისინი პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. მსურველებს კაფეში ყავითა და ტკბილეულით უმასპინძლდებიან.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პანდემიის მიუხედავად, კაფის ფუნქციონირებაში საფრთხეს ვერ ხედავენ.
„ყველა ადამიანი პასუხიმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ
აქციაზე კოვიდი ჰქონოდა ვინმეს. აქციის კლასტერი არ ყოფილა. პასუხისმგებლობა იღებს ყველა ის ადამიანი, ვინც მოდის აქ. ვინც მიიჩნევს, რომ აქ ყოფნა კოვიდის კუთხით არის საშიში, აქ არ მოვა. ეს არის პროტესტის ფორმა ხელისუფლების მიმართ, რომელიც კოვიდს იყენებს მის სასარგებლოდ. თუ ვინმეს ეშინია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქ კოვიდის ბუდეა, ეს ადამიანი არ მოვა აქციაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ.