აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა საქართველოს 4453-მა მოქალაქემ მიიღო
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა საქართველოს 4453-მა მოქალაქემ მიიღო

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა საქართველოს 4453-მა მოქალაქემ მიიღო. მათივე ცნობით, თურქეთში უკვე გაემგზავრა 2963 პირი.

რეგისტრაცია სულ თურქეთში მუშაობის 5309 მსურველმა გაიარა.

ნებართვის მისაღებად რეგისტრაციის გავლა მოქალაქეებს შეუძლიათ სპეციალურად შექმნილ პორტალზე – abroadworkers.moh.gov.ge. განაცხადებს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს. ამ ეტაპზე განმცხადებლებს შედეგის შესახებ პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში მიეწოდებათ.

აჭარის დასაქმების სააგენტოს მუნიციპალური განყოფილებების თანამშრომლები მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში ეხმარებიან. რეგისტრაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ ვებგვერდს – http://visit.hrajara.gov.ge/nebartva/

საქართველო-თურქეთის საზღვარი პანდემიის გამო 15 მარტს ჩაიკეტა.