აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ოთხ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 68-დან 83 წლამდეა. სამი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთი კი სამედიცინო ცენტრში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 83 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 20 ოქტომბერს შეიყვანეს, ცხრა ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი. გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
რაც შეეხება 68 წლის ქალბატონს, კლინიკაში შეიყვანეს 20 ოქტომბერს, ხოლო ცხრა ნოემბერს გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
ამავე საავადმყოფოში გარდაიცვალა 83 წლის ქალბატონი, რომელიც კლინიკაში 16 ოქტომბერს შეიყვანეს, ცხრა ნოემბერს გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა.
ერთი პაციენტი, 77 წლის ქალბატონი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. პაციენტი კლინიკაში 25 ოქტომბერს შეიყვანეს, ხოლო ცხრა ნოემბერს გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, ორმხრივი პნევმონია,სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის წინა კედლის მწვავე, ტრანსმურული ინფარქტი, ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია, იყო ინსულინდამოკიდებული, ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.