აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ხუთ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ხუთ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 60-დან 94 წლამდეა. ორი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ორი სამედიცინო ცენტრში, ერთი კი საერთაშორისო ჰოსპიტალში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 94 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 24 ოქტომბერს შეიყვანეს, რვა ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია.

ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 61 წლის ქალბატონი, რომელიც კლინიკაში 28 ოქტომბერს შეიყვანეს, ხოლო რვა ნოემბერს გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა დისტრესსინდრომი.

კორონავირუსით 92 წლის ქალბატონი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. პაციენტი კლინიკაში შვიდ ნოემბერს შეიყვანეს, რვაში კი გარდაიცვალა. მას აღენიშებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება.

ამასთან, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 74 წლის ქალბატონი, რომელიც კლინიკაში 30 ოქტომბერს შეიყვანეს, რვა ნოემბერს გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

ერთი პაციენტი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში. პაციენტი კლინიკაში 25 ოქტომბერს შეიყვანეს, ხოლო რვა ნოემბერს გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, იყო ინსულინდამოკიდებული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.