აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ხუთ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ხუთ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 61-დან 82 წლამდეა.

სამი პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა, ერთი კლინიკა „მედცენტრში“, ერთი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაც გაავრცელა.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს პირველ ნოემბერს, ორში კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპეტენზია.

რაც შეეხება 82 წლის მამაკაცს, ბათუმის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს პირველ ნოემბერს, ორში კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, ვირუსული პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 80 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 30 ოქტომბერს, ორ ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, ვირუსული პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ინსულინდამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი.

ამასთან, „მედცენტრში“ გარდაიცვალა 80 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 20 ოქტომბერს, ხოლო გარდაიცვალა ორ ნოემბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, მეხუთე სტადია, თირკმლის დიალიზზე დამოკიდებულება, არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრ. უკმარისობა.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, აქ გარდაიცვალა 61 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 27 ოქტომბერს შეიყვანეს, ორ ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტო-კორონალური შუნტირება, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.