აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ცხრა პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ცხრა პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 55-დან 81 წლამდეა. ოთხი პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა, სამი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კლინიკა „მედალფაში“ ერთი კი კლინიკა „მედცენტრში“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა.

„რეგიონში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ოთხი შემთხვევა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კლინიკა „მედალფაში“ ერთი კი „მედცენტრში“ დაფიქსირდა. გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 55 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი 81-ის. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შვიდამდე შემცირდა იმ პაციენტთა რაოდენობა, რიმლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 44 პირი რეანიმაციაში რჩება. ამ დროისთვის, აჭარაში აღრიცხულია 6 240 კოვიდინფიცირებული. ჯამში კი აჭარაში კოვიდი დაამარცხა 13 299-მა პაციენტმა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მეორე დღეა, ინფიცირების ახალ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს. აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 512 პაციენტი დაინფიცირდა, 574 კი გამოჯანმრთელდა.