აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ცხრა პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 47 წლიდან 82 წლამდეა. ხუთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთი კლინიკა „მედცენტრში“, ორი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ერთი კი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა.
„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 80 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შევიდა 26 ოქტომბერს, გარდაიცვალა სამ ნოემბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
რაც შეეხება 57 წლის ქალბატონს, კლინიკაში შეიყვანეს 21 ოქტომბერს, გარდაიცვალა სამ ნოემბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
ამავე საავამდმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის ქალბატონი, რომელიც კლინიკაში 27 ოქტომბერს შეიყვანეს, ხოლო სამ ნოემბერს გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე.
რაც შეეხება 72 წლის ქალბატონს, პაციენტი კლინიკაში 26 ოქტომბერს შეიყვანეს, გარდაიცვალა 3 ნოემბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, უნივერსალური სიმსუქნე.
კიდევ ერთი პაციენტი, 75 წლის ქალბატონი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტი კლინიკაში ათ ოქტომბერს შეიყვანეს, ხოლო ოთხ ნოემბერს გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის ობსტრუქციული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.
ამასთან, „მედცენტრში“ გარდაიცვალა 47 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში, რომელიც კლინიკაში 30 ოქტომბერს შეიყვანეს, გარდაიცვალა სამ ნოემბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.
64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. მამაკაცი კლინიკაში 27 ოქტომბერს შეიყვანეს, სამ ნოემბერს გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ინსულინდამოკიდებული, კორონარური შუნტირება, გულის უკმარისობა. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი, 82 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში პირველ ნოემბერს შეიყვანეს, ორში კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: პნევმონია, „კოვიდ-19“, ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია.
რაც შეეხება 63 წლის ქალბატონს, პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ქალბატონი კლინიკაში 19 ოქტომბერს შეიყვანეს, სამ ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.