აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილ ათ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ათი პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 46-დან 86 წლამდეა.
სამი პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა, ერთი ქობულეთის სამედიცინო ცნტრში, ერთი კლინიკა „მედინაში“, სამი ბათუმის რესპუბიკურ საავადმყოფოში, ერთი კი საერთაშორისო ჰოსპიტალში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა.
„ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 79 წლის ქალბატონი. პაციენტი კლინიკაში 19 ნოემბერს შეიყვანეს, 23-ში კი გარდსაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია;
რაც შეეხება 46 წლის ქალბატონს, კლინიკაში 14 ნოემბერს შეიყვანეს, 23 ნოემბერს გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნემონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, ესენციური პირველადი ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა;
ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 63 წლის მამაკაცი, რომელიც ჰოსპიტალში 18 ნოემბერს შეიყვანეს, 23-ში კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა;
66 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ქობულეთის სამედიცინო ცნტრში. მამაკაცი კლინიკაში 16 ნოემბერს შეიყვანეს, 23 ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, ფქოდი, ჰიპერტონული დაავადება;
ერთი პაციენტი, 86 წლის მამაკაცი გარდაიცვალა კლინიკა „ედინაში“. პაციენტი ჰოსპიტალში 15 ნოემბერს შეიყვანეს, 23 ნოემბერს კი გარდაიცვალა. მამაკაცს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, პოლიორგანული უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, გულ-ფილტვის უკმარისობა;
რაც შეეხება 77 წლის მამაკაცს, რომელიც ბათუმის რეპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს 14 ნოემბერს, ხოლო 23 ნოემბერს გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, იყო ინსულინდამოკიდებული, ასევე აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია;
ამავე სავადმყოფოში გარდაიცვალა 60 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 15 ნოემბერს შეიყვანეს, 23-ში კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დისტრესსინდრომი, წინაგულის ფიბრილაცია და თრთოლვა;
რაც შეეხება 70 წლის მამაკაცს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს 30 ოქტომბერს, 23- ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დისტრესსინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება;
ასევე, 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოში,პაციენტი კლინიკაში 20 ნოემბერს მოათავსეს, 24-ში კი გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „ კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარსიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქარიანი დიაბეტი;
75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა საერთაშორისო ჰოსპიტალში, რომელიც კლინიკაში ცხრა ნოემბერს შეიყვანეს, 23-ში კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, არტერიული ჰიპერტენზია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.