აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ცხრა პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ცხრა პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 63-დან 78 წლამდეა. ხუთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ორი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ერთი კლინიკა „მედცენტრში“, ერთი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაც გაავრცელა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლისა კაცი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 13 ოქტომბერს. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიბეტი, არტერიული ჰიპერტენზია.

ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 71 წლის მამაკაცი. ის კლინიკაში 11 ოქტომბერს მოათავსეს. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, პარკინსონი დაავადება.

რაც შეეხება 71 წლის ქალს, კლინიკაში შეიყვანეს 25 ოქტომბერს, 29 ოქტომბერს კი გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

კიდევ ერთი გარდაცვლილი, 76 წლის მამაკაცი კლინიკაში 27 ოქტომბერს შეიყვანეს. მამაკაცს აღენიშნებოდა:„კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.

რაც შეეხება  75 წლის ქალს. პაციენტი კლინიკაში 28 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი.

კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა კლინიკა „მედცენტრში“. 73 წლის მამაკაცი კლინიკაში 23 ოქტომბერს შეიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გნოზიულის უკმარისობა, საძილე არტერიის ოკლუზია და სტენოზი.

ამასთან, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 20 ოქტომბერს, ხოლო გარდაიცვალა 28 ოქტომბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, კომა, ზოგადი სიმსუქნე. ამავე ჰოსპიტალში გარდაიცვალა 75 წლის მამაკაციც, რომელიც კლინიკაში 17 ოქტომბერს შეიყვანეს, ხოლო 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. მამაკაცს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი.

კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. 78 წლის ქალბატონი კლინიკაში 23 ოქტომბერს შეიყვანეს, 29 ოქტომბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი, სტენტირება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი