აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია უარს აცხადებს, ითანამშრომლოს ტოტალიზატორებთან და კაზინოებთან მისი ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე
აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია უარს აცხადებს ითანამშრომლოს ტოტალიზატორებთან და კაზინოებთან მისი ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე, – ამის შესახებ ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„მივიჩნევთ, რომ აზარტული თამაშების პროპაგანდა ვნებს ადამიანებს და ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.
აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია მოუწოდებს სპორტულ ფედერაციებს, გაიზიარონ მათი პოზიცია და შეუერთდნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.